პოლ მაკარტნის ახალი სიმღერა ვიდეო თამაშის საუნდტრეკად

სიმღერა “Hope For The Future” ვიდეო თამაშის “Destiny” საუნდტრეკი გახდა. პირველი პირის შუტერი გამოვა როგორც Xbox-ის, ასევე Playstation-ის პლატფორმაზე.

რაც შეეხება თავად მუსიკოსს, მიუხედავად ასაკისა, ის აქტიური საკონცერტო ცხოვრებით ცხოვრობს. ნიუ იორკში გამართულ კონცერტზე მან მსმენელს ასეთი სიტყვებით მიმართა: “დიდებულია უკან დაბრუნება”, თუმცა რეალურად ის არც არასდროს წასულა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours