_97753795_decapitated

პოლონური დეს-მეტალ ჯგუფის წევრებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ცნობილი პოლონური დეს-მეტალ ჯგუფის, Decapitated-ის წევრებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ

ჯგუფის ოთხი წევრი ამჟამად ლოს-ანჯელესის პოლიციაში არიან დაკავებული და დღის ბოლოს პოლონელების ექსტრადაცია ვაშინგტონში მოხდება.

ოთხივე მათგანს პირველი ხარისხის, ჯგუფურ გატაცებაში ედებათ ბრალი, რაც სასჯელის სახით 11 წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციის თქმით, მათ ქალი გაიტაცეს, რომელიც 2 საათით ადრე სანტა ანაში გამართულ კონცერტს ესწრებოდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours