პეწი

 

 

კომედი-როკ ჯგუფი “პეწი” დაარსდა თბილისში დღევანდელი “კომედი გრუპის” წევრების მიერ. ჯგუფის სიმღერები ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2_ზე იუმორისტულ-გასართობი შოუს “შაბათის შოუს” სკეტჩებში გამოჩნდა. ჯგუფი მალევე დაიშალა.

იმ დროისათვის ქართული როკ-მუსიკის ცენტრი ქუთაისი იყო და სკეტჩის მიზანიც სწორედ იმერული როკ-ჯგუფების პაროდია გახლდათ, რასაც მათი სიმღერაც მოჰყვებოდა. მათი სიმღერები “შაბათის შოუს” მხოლოდ ორ სკეტჩში გავიდა, თუმცა საკმაოდ პოპულარული გახდა.

ჟანრი: კომედი როკი, მძიმე როკი.

ჯგუფის შემადგენლობა

მიშა ანდღულაძე – ვოკალი, გიტარა.
ოთო ნემსაძე – ბას გიტარა, ვოკალი
ირაკლი ვახტანგიშვილი – კლავიში, ვოკალი.
ვასო ფხაკაძე – დრამი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours