Bx51pqyCMAEzmfl

პაულ ლანდერსი: ჩვენ Linkin Park ან Korn არ ვართ

გერმანული ჯგუფის Rammstein-ის გიტარისტმა პაულ ლანდერსმა ჯგუფის ახალი ალბომის მუშაობის პროცესზე საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.

“ყველაფერი თავის დროზე იქნება. ზოგი ჯგუფი შეიძლება მუსიკას გზაში ქმნიდეს, მაგალითად Korn. ისინი ზიან ღამე ავტობუსში და ქმნიან მუსიკას, მაგრამ ჩვენ გერმანელები ვართ. ჩვენ ერთ პერიოდში მხოლოდ ერთ საქმეს ვაკეთებთ. მაგალითად, როდესაც კონცერტები გვაქვს, მხოლოდ კონცერტებზე ვმუშაობთ. ჩვენ მცირე საზაფხულო დასვენება გვაქვს, ძალიან მცირე, შემდეგ კი სექტემბერში მუშაობას განვაგრძობთ”
– აცხადებს პაული.

“ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი ალბომი წინა ალბომებისგან მკვეთრად განსხვავებული არ იქნება. არ ინერვიულოთ, ჩვენ ისევ ბოროტი გიტარისტები და კარგი დრამერი გვყავს. ჩვენ არ ვართ Linkin Park, რომ მუსიკა ასე მკვეთრად შევცვალოთ, რადგან მუსიკაში ჩვენს სტილს ვდებთ, ეს კი ასე ადვილად არ იცვლება.”
– დასძინა მან.

აქვე გეტყვით, რომ Rammstein-ის ახალი ალბომის გამოშვება 2018 წელს იგეგმება. 9 წლის შემდეგ ბოლო ალბომიდან, რაც ჯგუფის ისტორიაში ყველაზე დიდ შემოქმედებით პაუზას ორჯერ აღემატება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours