pink-floyd-616x440

ოფიციალურად: პინკ ფლოიდი დასრულდა

დევიდ გილმორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პინკ ფლოიდის დიდი ეპოქა დასრულდა..

შეიძლება ითქვას, ეს ფაქტი ადრეც ცნობილი იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ‘The Endless River’ ბოლო ალბომი იქნებოდა ჯგუფის შემოქმედებაში, თუმცა შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ჯგუფი გაერთიანებას და ერთიანი შემადგენლობით ბოლო ალბომის გამოშვებას აპირებდა, თუმცა გილმორმა ჭორები უარყო.

“მე ამით დავასრულე. მე პინკ ფლიდთან ერთად 48 წელი გავატარე. ამ დროის 95% სავსე იყო მუსიკით, გართობითა და სიცილით. ჩვენ ერთად ფანტასტიკური დრო გავატარეთ და ყველაფერი დამთავრებულია. კიდევ ერთხელ შეკრება და ამ დროის გაგრძელება არ გამოვა.” – განაცხადა გილმორმა.

“მე საერთოდ არ მსურს დაბრუნება, არ მსურს სტადიონებზე დაკვრა პინკ ფლოიდის ბანერის წინ. მე თავისუფალი ვარ იმაში, რომ გავაკეთო ის რაც მინდა, ახლა კი სწორედ ეს მინდა. გულახდილად გეტყვით, მესმის იმ ხალხის, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა ნახოს და მოუსმინოს ლეგენდას, რომელსაც პინკ ფლოიდი ჰქვია, თუმცა ვშიშობ, რომ ამის გაკეთება ჩემი ვალდებულება არ არის.” – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა უკანასკნელი სტუდიური ალბომი ‘The Endless River’ გასულ წელს გამოუშვა, რომელიც რიგით მე-15 იყო ჯგუფის დისკოგრაფიაში. მადლობა მათ დიდი ეპოქის შექმნისთვის.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours