axl-ac-dc

ოფიციალურად: ექსლ როუზი AC-DC_ს ვოკალისტი იქნება

უკვე ოფიციალურად გაირკვა იმ ვოკალისტის ვინაობა, ვინც ავსტრალიური ჯგუფის ვოკალისტს, ბრაინ ჯონსონს შეცვლის.

როგორც იცით, ბრაიან ჯონსონს ხმაზე პრობლემები შეექმნა და დიდი რისკი არსებობდა, რომ ხმას დაკარგავდა, რის გამოც ტურის ნაადრევად დასრულება, მოგვიანებით კი ჯგუფის სამუდამოდ დატოვება მოუწია.

ჯგუფის ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გააკეთა, სადაც ჯგუფის წევრებმა ბრაიან ჯონსონს ჯგუფთან გატარებული წლებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასძინეს, რომ ისინი პატივს სცემენ მის გადაწყვეტილებას სიმღერის შეწყვეტის შესახებ.

ამავე განცხადებაში მათ დაადასტურეს პრესაში ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია. ჯგუფის ახალი წევრი Guns N’ Roses-ის ვოკალისტი, ექსლ როუზი იქნება. ჯგუფი ტურნეს სწორედ მასთან ერთად გააგრძელებს და დაასრულებს. ისინი მოხარული არიან, რომ ექსლმა დახმარება შესთავაზა.

ამ ფაქტს დიდ გამოხმაურებასთან ერთად პრესაში და ფანების მხრიდან მოჰყვა საკმაოდ დიდი კრიტიკა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours