OZZY-ALAMO

ოზიმ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე მოშარდვისთვის მოიბოდიშა

ოზი ოსბორნმა ფორმალურად მოიბოდიშა იმისთვის, რაც მან 30 წლის წინ ტექსასში ჩაიდინა.

ოზი ოსბორნი 1985 წელს ტექსასში ერთ-ერთი ტურნეს დროს იმყოფებოდა, სადაც ის გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესულ ნაგებობას, ალამოს ესტუმრა. აღნიშნულ ადგილზე, ოზიმ ტუალეტამდე მიღწევა ვერ მოახერხა და ამ ისტორიული ნაგებობის მეორე სართულზე მოშარდა.

როგორც გრეჰ უილსონმა განაცხადა, ოზი იმ დროს ძალიან ნასვამი იყო და თავის ქმედებებს ვერ აკონტროლებდა. როგორც იცით, ამ პერიოდში ცნობილი მუსიკოსი საკმაოდ იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული. ოზი ციხიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ სწორედ უილსონმა გამოიყვანა.

ცოტა ხნის წინ ოზიმ თავის შვილთან ერთად ახალი არხი შექმნა ისტორიაზე. მას ტექსასში ჩასვლა საკმაოდ დიდი ხანის მანძილზე ჰქონდა აკრძალული, ის გუშინ სან-ანტონიოს ესტუმრა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours