ნიიკ მღვიმელი & ცუდი თესლი

“ნიიკ მღვიმელი და ცუდი თესლი” დაარსდა ქალაქ თბილისში 2014 წელს. ჯგუფის სახელწოდება გახლავთ ცნობილი ავსტრალიური ჯგუფის Nick Cave and the Bad Seeds_ის ქართული თარგმანი.

მათ პირველი სიმღერა 2015 წლის იანვარში გაავრცელეს, სახელწოდებით Imegination. მათ ეს სიმღერა ძველით ახალ წელს გაავრცელეს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ამას ჯგუფის წევრები საიდუმლოდ ინახავენ. ეს სიმღერა ყველაზე პოპულარულია ჯგუფის შემოქმედებაში.

რამდენიმე დღიანი ინტერვალით კი გამოჩნდა ჯგუფის ორი ახალი სიმღერა Pensilvanian Waltz და sangai dance. ეს უკანასკნელი ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” ორი სერიის საუნდტრეკი გახლავთ. მალე გამოჩნდა სიმღერა wood trip. მათ ყველა სიმღერას ვიდეო ახლავს თან. ჯგუფის წევრები თავად არჩევენ ვიდეოს მათი სიმღერებისთვის. თუ სიმღერის ტექსტებს ჩავუღმავდებით მათ კავშირს ამ ვიდეოებთან აუცილებლად ვიპოვით.

ნიიკ მღვიმელი & ცუდი თესლის ცნობადობა დიდწილად Newcomers 2015-ში მონაწილეობამ განაპირობა, სადაც ისინი ფინალში გავიდნენ.

ჯგუფის წევრების საყვარელი შემსრულებელი კრისტინა აგილერაა. მათ თავიანთი ერთ-ერთი სიმღერა Pensilvanian Waltz სწორედ მას მიუძღვნეს.

ჯგუფის წევრები

ნიიკ მღვიმელი (ნიკა ჩოხელი)
ცუდი თ ე ს ლ ი
ჯაბა იოსელიანი Jr

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours