Nergal_says_behemoth_might_split

ნერგალი – Behemoth შეიძლება დაიშალოს

ლეგენდარული მეტალ ჯგუფის Behemoth-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ჯგუფი შეიძლება დაიშალოს. ამის მიზეზი შეიძლება მათი ახალი ალბომიც გახდეს. ის ფაქტი, რომ ჯგუფის ბოლო ალბომი “the Satanist” ძალიან წარმატებული გამოდგა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ალბომი საერთოდ გამოვა. აი რას წერს ნერგალი ჟურნალ MetalBlast-ისთვის მიცემულ ინტერვიუში: “ამ ალბომმა ჩვენ წინ ბევრი კარი გააღო, თუმცა ბევრი დახურა. თქვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა ელოდოთ ჩვენგან, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. შესაძლოა ახალი ალბომი არასოდეს გამოვიდეს”.

მუსიკოსი თვლის, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას: ” მე უამრავი იდეა მაქვს. მინდა დავწერო კიდევ ერთი წიგნი, შევქმნა ახალი მუსიკა, თუმცა იგივე ჟანრში, სადაც აქამდე ვმოღვაწეობდი. მრავალი ჯგუფი ალბომს მხოლოდ იმის გამო უშვებს, რომ საკონცერტო ტურში წასვლის მიზეზი ჰქონდეს, თუმცა ეს მე არ მეხება. მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი ჩემი ფანების წინაშე”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours