ნემრას პლანეტა: – გაიცანით ალტერნატიული როკ-ჯგუფი სომხეთიდან

ყველაფერი დაიწყო ძმების, ვანის და ვასპურის სიყვარულით როკ მუსიკისადმი და მათი ოცნებით შეექმნათ   საკუთარი ჯგუფი. ნემრა მხოლოდ 2012 წელს დაარსდა და დღეს მას სომხეთში უამრავი მსმენელი ყავს, ასევე ერთგული ფანებიც – სახელწოდებით – Nemranians. ნემრას პლანეტა აერთიანებს ძირითადად თინეიჯერებს, რომლებიც ლოკალურ და უკვე მეგობრობის რეგიონულ ქსელებსაც ქმნიან.   სოციალური გვერდებით მუდმივად  ხდება ჯგუფის ძველი და ახალი მსმენელების დაკავშირება ერთმანეთთან. ნემრა ქმნის ერთგვარი სიყვარულის, მეგობრობის და მშვიდობის ქსელს, რომელიც მთლიანად პოზიტიურ მუხტზეა აგებული.  ისევე, როგორც  მათი მუსიკა, რომელიც ცხოვრებაზე, სიყვარულზე და მშვიდობაზეა.

პატარა პაბებიდან, კლუბებიდან და ღონისძიებებიდან მათ უკვე გადაინაცვლეს დიდ ფესტივალებზე, ისეთებზე როგორიცაა მაგალითად Epic Rock Fest Armenia და კონცერტებზე, მათ შორის ღია ცის ქვეშ უამრავი მსმენელის წინაშე. ნემრამ და ნემრელებმა მოიცვეს მთელი ერევანი ჩრდილოეთის გამზირიდან და შეყვარებულის პარკიდან, შარლ აზნაურის და თავისუფლების სკვერებამდე.

2018 წლის 6 აპრილს, დაარსებიდან ექვსი წლის აღსანიშნავად ნემრამ  ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის კონცერტი გამართა ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრში, სადაც ღონისძიების ბილეთები მთლიანად გაიყიდა სამ დღეში.

დღემდე ჯგუფს ჩაწერილი აქვს 1 სტუდიური ალბომი – Mubla (2016), 30 მდე სიმღერა და 8 ვიდეო კლიპი.

აღსანიშნავია, რომ ნემრას წევრები სომხეთის 2018 წლის რევოლუციის აქტიური მხარდამჭერები და სახალხო მოძრაობის ნაწილი იყვნენ.  მათ რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ პაშინიანის, სერჟ ტანკანიანის და მთლიანად მოძრაობის მონაწილეების პატივსაცემად მისასალმებელი კონცერტიც გამართეს, რევოლუციის დასრულების შემდეგ.

2018 წელს ნემრამ – Swallow Music Awards ის ნაციონალურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო როკ ჯგუფის ტიტული მიიღო.

ნემრას ცნობადობა და შესაბამისად მსმენელიც, უფრო და უფრო იზრდება. 2017 წელს ჯგუფმა პირველი მცირემასშტაბიანი ტურნე გამართა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც Hard Rock Café თბილისში, ფაბრიკაში და PAM კლუბში ჩაატარეს კონცერტები.  საქართველოში მათი მსმენელის რიცხვის ზრდა მხოლოდ  დროის საკითხია. სავარაუდოდ 2019 წლის Tbilisi Open Air ზე  ნემრასაც ვიხილავთ და ფესტივალის ბევრი სტუმრისთვის, რომელიც ჯგუფს პირველად მოუსმენს ეს ნამდვილად სასიამოვნო მუსიკალური აღმოჩენა იქნება.

მათ კი ვინც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ ნემრას შესახებ გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეოს, რომლებიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ მათი მუსიკის სმენა:

Train of despair – ეს იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელიც მოვისმინე და საინტერესოდ მომეჩვენა, ვიდეოს ჩათვლით, სადაც ერთ-ერ ყველაზე გამორჩეულ  სომეხ მოდელს – არეგ ჰოვაკიმიანსაც იხილავთ, რომელიც ნემრას ოჯახის ერთგული წევრია: https://www.youtube.com/watch?v=fOViR8tMaC4

Daisy –  კი   აუცილებლად გაგახსენებთ დეიზის და გეთსბის სიყვარულის უცნაურ ისტორიას: https://www.youtube.com/watch?v=kuZiFJqeVbE

Born in 94 – ეს კი მათი ბოლო ვიდეო კლიპია, სადაც ულამაზეს ქენდისს შეხვდებით, გოგონას, რომელსაც უყვარს როკენროლი და დაიბადა სწორედ მაშინ, როდესაც კურტი გარდაიცვალა: https://www.youtube.com/watch?v=mbuInTPdRno

ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ოფიციალურ ფესიბუქ გვერდს: https://www.facebook.com/NemraOfficial/

 

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours