3000

მოუტერჰედის გიტარისტი ჯგუფის ანეკდოტებზე წიგნს დაწერს

როგორც იცით, ლემი კილმისტერის სიკვდილის შემდეგ ლეგენდარული მოუტერჰედი დაიშალა, რაც არავის გაკვირვებია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ლემი იყო მოუტერჰედი.

თუმცა პრესის ყურადღებას იპყრობს თუ რა გეგმები აქვთ ჯგუფის სხვა წევრებს, რომელთაც მოუტორჰედის არსებობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

სწორედ ასეთია ჯგუფის გიტარისტი ფილ კემპბელი. მას ჰკითხეს სიმართლე იყო თუ არა, რომ მის ცხოვრებაზე ფილმის გადაღებას აპირებდნენ, მან კი უპასუხა..

“არ მინდა ჩემი ცხოვრების შესახებ ფილმი გადაიღონ, შანსი არ არის. მე ვმუშაობ წიგნზე, რომელიც სასაცილო რამეებით იქნება სავსე. მე არ მინდა ჩემი ცხოვრების ისტორიის მოყოლა, უბრალოდ მინდა გაგამხიარულოთ. წიგნში ჯგუფის იმ ანეკდოტებს მოგიყვებით, რომლებიც თავს გადაგვხდა. ეს შენახული უნდა იყოს ფურცელზე იმიტომ, რომ მართლა დაუჯერებელი და მაგარი რამეებია.”

“ეს არის ისეთი ამბები, რაც ნამდვილად ვერ გადაგხდებათ თუ ამ ჯგუფის წევრი არ ხართ. წიგნის გამოცემას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. მე სერიოზულად ვმუშაობ ამ წიგნზე მთელი იანვარია. წიგნი ერთ ან ორ წელიწადში გამოვა, მაგრამ დამიჯერეთ, ლოდინი ღირს.” – აცხადებს ფილი.

ფილ კემბელს მუსიკის მხრივ გეგმები არ აქვს, თუმცა ბევრი საინტერესო საქმიანობით დაკავდა და მათ შორის წიგნის წერაა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours