მეხის ქანდაკება

მეხის ქანდაკება — ქართული როკ-ჯგუფი, დაარსებული 1992 წელს თელავში, საქართველოში. ჩამოყალიბების იდეა ჯგუფის გიტარისტის ლეონ მანველის სახლის აივანზე დაიბადა და განხორციელდა.

ჯგუფის წევრების უმეტესობა თვითნასწავლი იყო. მუსიკალური განათლება ჰქონდა მხოლოდ პაპუნა სარალიძეს, მუსიკალური შვიდწლედი ჰქონდა დამთავრებული. ჯგუფს ძალიან ცუდ პირობებში უხდებოდა მუშაობა. მათ არ ყავდათ სპონსორი, ამიტომ ინსტრუმენტების შესაძენად წევრები სახლებიდან ყიდდენ ნივთებს. რეპეტიციებს ლეონის სარდაფში ატარებდნენ საღამოობით, რადგან დღისით დენი არ იყო. ჯგუფი მუშაობდა მხოლოდ საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე და მისი არსებობის მოკლე პერიოდში მოახერხეს არაერთი სიმღერის ჩაწერა, მათ შორის რამდენიმე ბალადის ტიპის. მეხის ქანდაკების რეპერტუარში შედის მხოლოდ ჯგუფის წევრების მიერ დაწერილი მუსიკა და ტექსტები. პირველი კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში ჰქონდათ 1993 წლის 24 აგვისტოს, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. 1993 წლის ოქტომბერში ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი საქართველოს ტელევიზიის ხმის ჩამწერ სტუდიაში. მას შემდეგ გამოდიოდნენ როკ ფესტივალებზე, პრეზენტაციებზე და გალა კონცერტებზე: 1994 წელს გრიბოედოვის თეატრში როკ ფესტივალზე სხვადასხვა როკ ჯგუფებთან ერთად, როკ კლუბის პრეზენტაციაზე მედიკოსთა სახლში თბილისში, საქართველოს თავისუფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გამართულ კონცერზე 1995 წლის 26 მაისს და სხვა. 1994 – 1995 წლებში სტუდიებში მუშაობდნენ მათი მეგობარი გიორგი ჯანაშიას დახმარებით, რომელმაც სრულად დაასპონსორა ჩაწერები სტუდიაში. შედეგად, 1996 წლის ზამთარში ჩაიწერა მეორე ალბომი. მათი მუსიკალური პროდიუსერი იყო კაკო ვაშალომიძე. ჯგუფი დაიშალა 1996 წლის გაზაფხულზე; გაჭირვების გამო მუშაობა უხდებოდათ და რეპეტიციებისთვის დრო აღარ რჩებოდათ.

ჟანრი: მძიმე როკი, მძიმე მეტალი

შემადგენლობა

ზურა ნაფეტვარიძე – ვოკალი,
პაპუნა სარალიძე – კლავიში,
ლეონ მანველი – გიტარა,
გელა მაისურაძე – დრამები,
ზურა ბარხუდანაშვილი – ბას გიტარა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours