289228C300000578-3077585-image-a-8_1431389279218

მალკომ იანგი გარდაიცვალა

AC-DC-ის ბასისტი, მალკომ იანგი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მალკომ იანგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ებრძოდა დემენციას და სწორედ ეს დაავადება გახდა ჯერ ტურნეს შეწყვეტის, შემდეგ კი 2014 წელს მისი ჯგუფიდან წასვლის მიზეზი.

მალკომ იანგი მისი უფროსი ძმის და ჯგუფის პროდიუსერის, ჯორჯ იანგის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მალკომ იანგი ლეგენდარულ ავსტრალიურ ჯგუფში დაარსების დღიდან უკრავდა და აბსოლუტურად ყველა ალბომის გამოშვებაში მიიღო მონაწილეობა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours