rob zombie

მალკოლმ მაკდაუელი რობ ზომბის ფილმში ითამაშებს

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი მზად არის ცნობილი მუსიკოსის, რეჟისორის და მსახიობის რობ ზომბის ახალ ფილმში ითამაშოს.

ამის შესახებ ინფორმაცია რობ ზომბიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რობ ზომბი ახალ საშინელებათა ფილმს იღებს სახელწოდებით “31”, რომელიც რიგით მე-11 იქნება მის ფილმოგრაფიაში.

შეგახსენებთ, რომ მალკოლმ მაკდაუელი ბევრი საინტერესო როლით გამოირჩევა, მაგრამ მსოფლიო მას იცნობს, როგორც “ალექსის” მისი ცნობილი როლიდან, რომელიც მან სტენლი კუბრიკის ლეგენდარულ ფილმში “მექანიკური ფორთოხალი” შეასრულა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours