Prodigy

ლიამ ჰოულეტი: The Prodigy-ს მომავალი ალბომი იქნება აგრესიული პასუხი დიჯეურ სისულელეებზე

ჯგუფმა The Prodigy-მ მომავალი ახალი ალბომის კომპოზიციების ერთი ნაწილის სახელები გამოაქვეყნა. ამ ლეგენდარული ჯგუფის დამაარსებლის, მუსიკოს ლიამ ჰოულეტის განცხადებით, ალბომს სუფთა აგრესიული ენერგეტიკა ექნება. მუსიკოსმა ჟურნალ Q-სთან ინტერვიუში ახალი დისკის სიმღერათა სახელწოდებების ნაწილიც გააჟღერა: Beyond The Death Ray, Nasty Nasty, Get Your Fight On, Wall Of Death და Rottweiler. ადრე ჰოულეტს ისიც წამოცდა, რომ ალბომში Sleaford Mods-თან ერთად ჩაწერილი Ibiza-ც შევა. მისი აზრით, ახალი ნამუშევარს საცეკვაოს ვერ უწოდებენ. „ყველა ჟანრის საცეკვაო მუსიკა ერთნაირი გეგმით მუშაობს“, – აღნიშნა The Prodigy-ს დამაარსებელმა, – „ახლა ესაა „აქ დრამია და აქ კი გადასვლა“. ეს დიჯეური სისულელე და YouTube-ის გაკვეთილები უაზრობაა. ეს იქნება ორგანული ალბომი, – ძალადობის სუფთა ენერგია. შეგახსენებთ, რომ „ფროდიჯის“ მომავალი, ჯერჯერობით უსახელო ალბომი ჯგუფის შემოქმედებაში რიგით მეექვსეა. ხოლო მათი ბოლო ფირფიტა, სახელწოდებით Invaders Must Die 2009 წელს გამოვიდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours