lem2

ლემის სუნთქვის პრობლემებმა ჯგუფს კონცერტი შეაწყვეტინა

ლემის ცუდი ჯანმრთელობა კვლავ აქტუალური გახდა. ჯგუფმა მის გამო სოლტ-ლეიკ-სიტიში მიმდინარე კონცერტი შეწყვიტა.

ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დარბაზში საკმაოდ დახუთული ატმოსფერო იყო, რამაც ლემის სუნთქვაში ხელი შეუშალა და ტკივილები დაეწყო, რის გამოც იძულებულნი გახდნენ კონცერტი შეეწყვიტათ, კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლემის ჯანმრთელობა კონცერტის შეწყვეტის მიზეზი გახდა. ჯგუფმა 2013 წელს ვაკენში კონცერტი 6 სიმღერის დაკვრის შემდეგ შეწყვიტა.

ლემი კილმისტერმა 2 წლის წინ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სიგარეტის მოწევას და დალევას თავი დაანება, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები მაინც იჩენს თავს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours