m_.om-hanks_philadelphia_1200x675

კომიკოსები, რომლებიც ოსკარზე დრამატული როლებისთვის წარადგინეს

ამბობენ, რომ სიკვდილი მარტივია, კომედია კი რთული. როდესაც საქმე კომედიას ეხება, ოსკარების მესვეურები ამ დროს ძალიან მკაცრები არიან. იშვიათია შემთხვევა, როდესაც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო წილად კომედიას ხვდება. ოსკარების ისტორია ისეთი მსახიობების სახელებსაც ინახავს, რომლებიც მაყურებელმა კომიკოსად შეიყვარა, უმაღლეს ჯილდოზე კი დრამატული როლის გამო წარადგინეს.

სწორედ ასეთი მსახიობების სიაშია ვუპი გოლდბერგი, რომელიც ჯერ კიდევ 1985 წელს წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის “იისფერი”, სადაც ის მთავარ როლს თამაშობდა. მაშინ გოლდბერგმა ოსკარი ვერ აიღო, თუმცა წარდგენა ოსკარის მიღებით დასრულდა 1991 წელს ფილმისთვის “მოჩვენება”.

primary_EB19851215PEOPLE101119976AR

მსახიობი, რომელიც მაყურებლებს უპირველესად კომიკოსად ახსენდებათ. რობინ უილიამსი ოსკარზე პირველად 1987 წელს გადაღებული ფილმისთვის “დილა მშვიდობისა, ვიეტნამო” წარადგინეს როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. მაშინ კომიკოსმა ოსკარი ვერ მიიღო, თუმცა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მსახიობმა 1997 წელს ფილმისთვის “ნიჭიერი უილ ჰანტინგი” მიიღო. გარდა ამისა, ოსკარზე ნომინირებული იყო 1989 წელს გადაღებული ფილმისთვის “მკვდარი პოეტების საზოგადოება”.

5.0.2

კიდევ ერთი მსახიობი ამ სიაში ტომ ჰენქსია. კომიკოსმა ოსკარი 1993 წელს ფილმისთვის “ფილადელფია” მიიღო. ოსკარის გარეშე ჰენქსი მომდევნო წელსაც არ დარჩენილა. 1994 წელს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო “ფორესტ გამპისთვის” მიიღო.

m_.om-hanks_philadelphia_1200x675

რაც შეეხება უილ სმითს, მრავალმხრივი ნიჭის მქონე არტისტი ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული. პირველად 2001 წელს ფილმში “ალი” მუჰამედ ალის როლისათვის. მეორედ კი 2007 წელს ფილმისთვის “ბედნიერების დევნა”.

bcfcd2f534ad

არაერთი კომედიური როლის შემდეგ ოსკარზე მუსიკალურ დრამაში შესრულებული როლისთვის წარადგინეს ედი მერფი. 2006 წელს ფილმისთვის “Dreamgirls” მერფი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის წოდებისთვის იბრძოდა, თუმცა მსახიობი კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე მხოლოდ ნომინირებას დასჯერდა.

fhd006GRD_Eddie_Murphy_010

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours