kasablankas

კასაბლანკასი დამძიმდა

The Strokes – ის ლიდერის ჯულიან კასაბლანკასის ახალი ალბომი “Tyranny” 23 სექტემბერს გამოდის. მანამდე კი შეგიძლიათ მოისმინოთ მუსიკოსის ახალი სინგლი სახელად “Where No Eagles Fly”. სიმღერა ნამდვილი ბომბი იქნება მსმენელისთვის. მსუბუქი ელექტრონული ბითით დაწყებული მუსიკა ცოტა ხანში მძიმე ბიტებითა და გროულით გრძელდება, თან ეს კასაბლანკასის შესრულებით, რომელიც აქამდე შესრულების ტრადიციული და მშვიდი მანერით გამოირჩეოდა.

შეგახსენებთ, რომ კასაბლანკასის ბოლო სოლო ნამუშევარი შორეულ 2009 წელს გამოვიდა სახელად “Phrazes for the Young”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours