კარგი ჟესტი ჯგუფისგან bullet for My Valentine

რამდენიმე თვის წინ bullet for My Valentine_ს ორი ახალგაზრდა ფანი ემსხვერპლა ავტოავარიას, რაც ჯგუფის წევრებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

ავტოკატასტროფას, რომელიც გასული წლის დეკემბერში მოხდა 18 წლის ჯეიმს სიმონსის 21 წლის და ქოზ პაუელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი bullet for My Valentine_ს და Slipknot_ის ფანი იყვნენ. გულზე კი კულონი ეკიდათ წარწერით bullet for My Valentine. ამის შესახებ ჯგუფის წევრებს ქოზის უფროსმა ძმამ შეატყობინა.

ჯგუფის წევრებმა ჩრდილო ამერიკული ტურნე სწორედ მათ მიუძღვნეს. ისინი ყოველ კონცერტზე კულონით გამოვლენ, სადაც გარდაცვლილი ფანების სახელი იქნება დაწერილი მათი დაბადების და გარდაცვალების თარიღთან ერთად. ისინი ამას მაყურებლებსაც დაურიგებენ.

ჯგუფის ეს ჟესტი მოიწონეს გარდაცვლილთა მშობლებმა და მათ დიდი მადლობა გადაუხადეს თავიანთი შვილების ამგვარად დაფასებისთვის.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours