confess change

ირანული მეტალ-ჯგუფის წევრებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

თეირანში ადგილობრივი თრეშ-მეტალ ჯგუფის Confess-ის დაკავებულ წევრებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

10 ნოემბერს ჯგუფის ვოკალისტი და გიტარისტი 23 წლის ნიკან სიუანორ ხოსრავი, 21 წლის დრამერ არაშ ხოსრავთან ერთად დააკავა ირანის რევოლუციურმა არმიამ.

ისინი 3 თვეზე მეტ ხანს სამარტოვო საკანში იყვნენ მოთავსებული და მხოლოდ ერთი მილიარდი რიალის (30 000 დოლარი) გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ არიან.

ჯგუფის წევრებს ბრალი ათეისტური, სატანური, ანტიპოლიტიკური და ანარქიული ტექსტებით დაწერილ სიმღერებში ედებათ ბრალი. ეს კი ანტირელიგიურ და ანტისახელმწიფებრივ საქმიანობად ითვლება და სიკვდილით ისჯება.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯგუფის ორივე წევრს სიკვდილით დასჯიან, კერძოდ, საჯაროდ ჩამოახრჩობენ.

აღნიშნულის შესახებ კანადურ მუსიკალურ ჟურნალს მათმა მეგობარმა შეატყობინა, რომლის ვინაობაც, რასაკვირველია, ანონიმურია.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours