იან ანდერსონმა ჯეთრო ტალზე როკ-ოპერა შექმნა

ლეგენდარული პროგრესული როკ-ჯგუფის სოლისტმა იან ანდერსონმა როკ-ოპერა შექმნა ცნობილი აგროკულტურისტის ჯეთრო ტალის ცხოვრებაზე.

ჯეთრო ტალი იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ინოვაციური იდეებით დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანულ აგროკულტურულ რევოლუციაში. სწორედ მისი სახელის საფუძველზე შეიქმნა ლეგენდარული ჯგუფი “ჯეთრო ტალი”.

როკ-ოპერა მოგვითხრობს ჯეთრო ტალის ცხოვრებას ჯგუფის რეპერტუარის ფონზე. საკონცერტო ტურნე ამ წლის სექტემბრიდან დაიწყება. როკ-ოპერაში მოწვეული იქნებიან სხვა ჯგუფის მუსიკოსები და მსახიობები, ასევე ვირტუალური სტუმრები.

ტურნეს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours