ემინემი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება

მომღერალი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება. როგორც ჟურნალი “Billboard” იტყობინება, ამისი მიზეზი სიმღერა “Rap God”-ია, სადაც ჰიპ-ჰოპ ლეგენდა ახერხებს და ექვს წუთში 1,560 სიტყვას ამბობს. გასაგებია, რომ ცოტა რთულად დასაჯერებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, გინესის კომისიამ ეს ცნობა ფაქტად აღიარა. თუმცა სკეპტიკებს შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ მისი სისწორე და დაითვალოთ წარმოთქმულ სიტყვათა რაოდენობა.

სიმღერა შესულია მუსიკოსის ბოლო ალბომში “The Marshall Mathers LP 2”, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოვიდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours