zD-k32eKqio

ელის კუპერმა შვილიშვილებს საინტერესო სახელები შეურჩია

ლეგენდარული როკ-მუსიკოსი, ელის კუპერი ბაბუა გახდა და მის შვილიშვილებს საკმაოდ საინტერესო სახელი შეურჩია.

ცოტა ხნის წინ ელის კუპერის ვაჟი მამა გახდა, რომელმაც ლეგენდარულ მუსიკოსთან შეთანხმებით შეურჩია ბავშვებს სახელები. ელისი ტყუპების ბაბუა გახდა.

ტყუპებს Riot და Falcon დაარქვეს. ელის კუპერის თქმით ეს ის სახელებია, რაც მათ წარმატებას მოუტანს და ბაბუას ბიზნესის გაგრძელებაში დაეხმარება.

“თუ რაიოტი წამყვანი მომღერლის სახელი არ არის. სხვა რა ვიცი აბა. რაც შეეხება, ფალკონს, ეს გიტარისტის სახელია. შეიძლება ისინი სხვა გზაზე წავიდნენ, მაგრამ ვიტყვი, რომ მათ უკვე აქვთ ბენდის სახელი. Falcon Riot შესანიშნავი იქნება, თუნდაც Riot Falcon.” – განაცხადა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ,რომ ელის კუპერი 67 წლისა გახლავთ და მუსიკაში 1964 წლიდანაა. მიუხედავად ამისა, ის დღესაც არ ჩერდება და განაგრძობს მსმენელისთვის ბევრი სიმღერის და კონცერტის შეთავაზებას.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours