deep_purple_tbilisi

‘დიფ ფარფლი’ როკ-ენ როლის დიდების დარბაზში მოხვდა

ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი აქვს, ‘დიფ ფარფლი’ როკ-ენ როლის დიდების დარბაზში მოხვდა.

ცერემონიაზე მთავარი ინტერესი სწორედ ‘დიფ ფარფლის’ დაჯილდოვება გახლდათ. სამწუხაროდ სცენაზე არ იდგა ლეგენდარული რიჩი ბლეკმორი, რომელმაც ჯგუფის დიდებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მის მოწვევაზე ჯგუფის წევრებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

სამწუხაროდ, ჯგუფისთვის ამ ნანატრ მომენტს ვერ მოესწრო ჯონ ლორდი, რომელიც 3 წლის წინ გარდაიცვალა.

‘დიფ ფარფლისთის’ როკ-ენ როლის დიდების დარბაზში არმოხვედრა უკვე სასაცილო ფაქტიც იყო, რადგან ჯგუფი საკმაოდ დიდი ხანია დგას ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიც არიან: ლედ ზეპელინი, The Doors, Black sabbath…

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours