Nightwish-Endless-Forms-Most-Beautiful_TINIMA20141226_0177_5

დეტალები Nightwish-ის ახალ ალბომზე

ცნობილი ფინური ჯგუფის Nightwish-ის ახალი ალბომის შესახებ დეტალები დაწვრილებით გახდა ცნობილი.

ცნობილი გახდა თუ სად გამოვა გაყიდვაში პირველად ჯგუფის ახალი ალბომი და სინგლი, რომელიც ალბომის გამოსვლამდე ბევრად ადრე გამოვა.

ახალი ალბომი სახელწოდებით “Endless Forms Most Beautiful” 2015 წლის 27 აპრილს ევროკავშირის 27 ქვეყანაში გამოვა, დიდ ბრიტანეთში კი ალბომი 30 აპრილიდან გაიყიდება, მეორე დღეს კი ალბომი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწევს.

როგორც იცით, ალბომის პირველი სინგლი იქნება “Élan”, რომელიც 13 თებერვალს გამოვა. მრავალი ვარიანტიდან აირჩიეს ალბომის ყდაც (სურათზე.)

გთავაზობთ ალბომის ტრეკლისტს.

01. Shudder Before The Beautiful
02. Weak Fantasy
03. Élan
04. Yours Is An Empty Hope
05. Our Decades In the Sun
06. My Walden
07. Endless Forms Most Beautiful
08. Edema Ruh
09. Alpenglow
10. The Eyes Of Sharbat Gula
11. The Greatest Show On Earth

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours