dave_sally

დეივ მასტეინის დედის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ დეივ მასტეინის დედა სალი ისტბრუკი 2 თვიანი ძებნის მიუხედავად გარდაიცვალა.

სალი ისტბრუკის გახრწნილი ცხედარი მისი გარდაცვალების ადგილას მდებარე ქარხნის მუშამ აღმოაჩინა და მაშინვე პოლიციას დაურეკა.

ცხედარს გაკვეთენ და დაადგენენ თუ რა იყო მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. დეივ მასტეინმა ყველას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი მისი ოჯახის მიმართ ამ ხნის განმავლობაში გამოხატავდნენ და მისი დედის პოვნისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სალი ისტბრუკი ალცჰაიმერის დაავადებით იყო დაავადებული. მისი ცხედრის გაკვეთის შემდეგ გადაწყდება დაიწყოს თუ არა გამოძიება მის სიკვდილზე.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours