andrea-marongiu-is-dead

გარდაიცვალა Crystal Fighters-ის დრამერი

ჯგუფმა Crystal Fighters გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა მათი დრამერი ანდრეა მარონგიუ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და ქარიზმატული დრამერი, რომელიც კი სცენას უნახავს. იყო მხიარული და ძალიან კარგი მეგობარი. ჩვენ ვუსამძიმრებთ ყველას, ვისაც გაუმართლა და იცნობდა მას, პირველ რიგში კი ოჯახის წევრებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მარონგიუმ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა “სახლში კარგად გავხდები”, თუმცა უცნობია რას გულისხმობდა ის ამაში.

ანდრეა მარონგიუ ჯგუფს 2010 წელს შეუერთდა და მათთან ერთად 2 ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours