ACDC

ბრაიან ჯონსონი AC-DC-ში ბრუნდება

ყველასთვის სასიხარულო ამბავი, განსაკუთრებით კი ჯგუფის ფანებისთვის.

ლეგენდარულ ავსტრალიურ ჯგუფში ბრაიან ჯონსონი ბრუნდება. როგორც იცით, მას ექიმმა სიმღერა აუკრძალა, რის გამოც ჯგუფი დროებით დატოვა. ის ექსლ როუზმა ჩაანაცვლა, რითაც უკმაყოფილო ფანები მოუთმენლად ელოდებოდნენ მის დაბრუნებას.

საბედნიეროდ მკურნალობა წარმატებით დასრულდა და ბრაიანს კვლავ შეუძლია სიმღერა.

“ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ძალიან მაგარია, რომ მუსიკის მოსმენა კვლავ შემიძლია. ყურში ნოვაციური სმენის აპარატი ჩამიდგეს, რომლითაც შემიძლია ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ისე, რომ ყურები არ დამიზიანდეს. სანამ სცენაზე გავალ, ვივლი ყველა რესტორანში, სადაც ხმამაღალი მუსიკაა, რომ ამას მივეჩვიო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მუსიკა რამდენიმე წელი არ მომისმენია.” – აცხადებს ჯონსონი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours