Cover

ბორის გრებენშიკოვმა ახალი სოლო ალბომი „მარილი“ გამოუშვა

საბჭოთა ალტერნატიული მუსიკის ლეგენდამ, ჯგუფ „აკვარიუმის“ ფრონტმენმა, ბორის გრებენშიკოვმა ახალი ალბომი Соль („მარილი“) გამოუშვა. ეს მუსიკოსის რიგით მესამე სოლო ალბომია. მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ისეთი ჯგუფების მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: Jethro Tull, King Crimson და Oasis. ალბომში 10 კომპოზიცია შევიდა. „მარილის“ პროდიუსერობა საკუთარ თავზე აიღო პოლ მაკარტნის, Pearl Jam-ის, სიუზან ვეგას და სხვა ვარსკვლავებთან ნამუშევარმა მიტჩელ ფრუმმა. ალბომის ყიდვა კომპაქტ-დისკების გარდა, შესაძლებელია ციფრულ ფორმატშიც, საიტზე aquarium.kroogi.com. ფირფიტაზე მუსიკოსი წელიწადზე მეტხანს მუშაობდა. იგი იწერებოდა ლოს-ანჯელესში, ლონდონსა და სანკტ-პეტერბურგში.

Cover

ახალი ალბომის ყდა

 დისკის პირველი კომპოზიციები გრებენშიკოვმა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში ჩაწერა. თავის ოფიციალურ სოციალურ ქსელში არტისტმა გვაუწყა, რომ პირველად სიმღერა Губернатор, ხოლოდ შემდეგ Праздник Урожая Во Дворце Труда ჩაწერა. ოფიციალური რელიზის წინ რამდენიმე დღით ადრე ბორის ბორისიჩმა ალბომი მოსასმენად ინტერნეტში განათავსა. ჩვენ კარგად გვახსოვს ბორის გრებენშიკოვის ვიდეოები Любовь Во Время Войны და Пришёл Пить Воду, რომელიც მუსიკოსმა თბილისში კონცერტის დროსაც შეასრულა. ამ სიმღერებით გრებენშიკოვმა ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადა თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს. ამის გამო მუსიკოსი რუსეთში ე.წ. „შავ სიაშიც“ კი შეიყვანეს.

ალბომის საერთო შეფასება8.5
8.5

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours