AL_Namrood

ბლექ-მეტალ ჯგუფი საუდის არაბეთიდან, მუსიკა სიკვდილის ზღვარზე.

უკვე რამდენიმე წელია, რაც საუდის არაბული ბლექ-მეტალ ჯგუფი Al Namrood ცნობილი გახდა, თუმცა ჯგუფის პოპულარობამ loudwire_სთან ინტერვიუს შემდეგ უფრო იმატა.

თუ შვედეთში, ფინეთში და ნორვეგიაში ათეისტების რიცხვი მორწმუნეებს ბევრად აჭარბებს, საუდის არაბეთში მოსახლეობის 100% ისლამის მიმდევარია და ქვეყნის სამართლებრივი სისტემაც შარიათზეა დაფუძნებული.

მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში არსებობს ბენდი Al Namrood, რომელიც ბლექ-მეტალს უკრავს და ამით მსოფლიოს აჩვენებს, რომ 21-ე საუკუნეში მუსიკას ჩარჩოები არ აქვს.

რატომ ჰქვია ჯგუფს ეს სახელი ?

ნამრუდი არაბული სახელია, რომელიც ბაბილონის მეფის ნიმროდის სახელისგან წარმოიშვა. ის ტირანი მეფე იყო და მთელს ბაბილონს სისხლით იმორჩილებდა, მას მთელი სამყაროს მართვაც უნდოდა. Al-Namrood არის ჩვენი ბენდის მესიჯი, რადგან ითარგმნება, როგორც “ურწმუნო.”

რა არის თქვენი ჯგუფის მოტივაცია ?

ჩვენი ჯგუფის მოტივაცია სწორედ რელიგიაა. რამ შეიძლება მოგცეს უფრო მეტი მოტივაცია, ვიდრე იქ ცხოვრებამ, სადაც ყველაფერი რელიგიით კონტროლდება. აქ პიროვნებებს არა აქვთ უფლება გააკეთონ ის, რაც სურთ. ჩვენ ისლამური შარიათი გვფლობს. ჩვენზე ძალაუფლება აქვს რელიგიას და საზოგადოებას, ისინი ერთმანეთს ავსებენ და შესაბამისი შედეგიც დგება.

დაგიკრავთ ცოცხლად ხალხის წინაშე ?

რა თქმა უნდა, არა. ეს შეუძლებელია, რადგან ეს არაკანონიერ მოქმედებად ჩაითვლება. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, სიკვდილით დაგვსჯიან.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფი 2008 წლიდან არსებობს და ორი ალბომის გამოშვებაც მოახერხა. ისინი ალბომებს არალეგალურად უშვებენ, თავიანთ მსმენელებს და ჟურნალისტებს კი სოციალური ქსელით უკავშირდებიან.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours