biTlz

ბითლზის პირველი კონტრაქტი 77 000 დოლარად გაიყიდა

ჯგუფ ბითლზის მიერ 1961 წელს გაფორმებული ხელშეკრულება აუქციონზე დაახლოებით 77 000 დოლარად გაიყიდა. დოკუმენტი 1961 წელს სიმღერის My Bonnie-ის ჩანაწერისთვის გაფორმდა.

ნიუ იორკში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის აუქციონზე დოკუმენტის საწყისი ღირებულება 75 000 დოლარი იყო. კონტრაქტი გაფორმებულია ტონი შერიდანისა და The Beat Brothers-ის ბენდის სახელით. სიმღერამ My Bonnie შთაბეჭდილება მოახდინა ბრაიან ეპშტეინზე, რომელიც გახდა ჯგუფის მენეჯერი და ბენდი ჩამოაყალიბა ჯგუფ The Beatles-ად. ადრეულ 60-იან წლებში ბითლზი გამოდიოდა ჰამბურგის ღამის კლუბში, სადაც გაფორმდა ხელშეკრულება.

ექვსგვერდიან კონტრაქტს ხელს პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი და დრამერი პიტ ბესტი აწერენ. კონტრაქტი ბითლზების კოლექციონერმა უვე ბლეშკიმ გაყიდა. როგორც აუქციონის დირექტორი ამბობს, რომ არა სიმღერა My Bonnie, ჯგუფს შეიძლება ვერასდროს მიექცია ბრაიან ეპშტეინის ყურადღება და ვერ გამხდარიყო ბითლზი. სიმღერა გამოიცა გერმანიაში, მომდევნო წელს კი ჯგუფმა გამოუშვა სიმღერა Love Me Do, რომელიც გახდა ჯგუფის, როგორც ბითლზის, პირველი ჰიტი

afp-first-beatles-contract-sold-at-us-auction

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours