ბერლინის კინოფესტივალი

ბერლინალე 2016 – პრევიუ

გთავაზობთ საინტერესო ცნობებს მსოფლიო კინოსამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალის შესახებ, რომელიც 11 ნოემბერს გაიხსნება.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ბერლინის 66-ე კინოფესტივალის ჟიურის ლეგენდარული ამერიკელი ქალი მსახიობი, მერილ სტრიპი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ მერილ სტრიპი ვერცხლის დათვით ბერლინალეზე ნიკოლ კიდმანთან და ჯულიანა მურთან ერთად დაჯილდოვდა 2003 წელს . 2012 წელს კი კინოსამყაროში შეტანილი დიდი წვლილისთვის საპატიო ოქროს დათვი მიიღო.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება ცნობილი ინგლისელი მსახიობი კლაივ ოუენი, რომელიც ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარის ნომინანტი გახლავთ ფილმში Closer შესრულებული როლისთვის.

ჟიურის კიდევ ერთი პოპულარული წევრი იქნება იტალიელი მსახიობი ქალი ალბა რორვაჰერი, რომელმაც თავისი შესრულებული როლით ფილმში “მშიერი გულები” ყველა აღაფრთოვანა და ვენეციის კინოფესტივალზე ვოლპის თასიც დაიმსახურა.

ფესტივალის გახსნის ფილმი იქნება ძმები კოენების გახმაურებული ფილმი – Hail, Caesar!

ოქროს დათვი კინოსამყაროში შეტანილი დიდი წვლილისთვის ცნობილ ოპერატორს მიხაელ ბალჰაუსს გადაეცემა.ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როოგრებიც არიან: მარტინ სკორსეზე, მაიკ ნიკოლსი, ფრენსის ფორდ კოპოლა…ის მე-40 ბერლინალეს ჟიურისპრეზიდენტი გახლდათ.

სამწუხაროდ ბერლინის წლევანდელ კინოფესტივალზე რომელიმე სექციაში ქართული ფილმი ვერ მოხვდა.

ფესტივალი 11 თებერვალს გაიხსნება და 21 თებერვალს დაიხურება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours